გაწევრიანება

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკური ბარათით თქვენ ხდებით არა მარტო ამ მეტად პრესტიჟული საზოგადოების წევრი, არამედ სარგებლობთ შეღავათებით როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოს სვადასვა ქვეყნის კულტურულ კერებში, მუზეუმებში, სასტუმროებში, წიგნის მაღაზიებში, კომერციულ ცენტრებსა და სხვ.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ 2015 წლიდან იწყებს ახალი ხელშეკრულებების/მემორანდუმების გაფორმებას თბილისის სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რათა ჩვენი პლასტიკური ბარათის როგორც ქართველმა, ისე საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა მფლობელებმა ისარგებლოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებებითა და შეღავათებით.

tessera, carta, dante
ჩვენი საზოგადოების ვებ გვერდზე თქვენ იხილავთ როგორც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების განახლებულ სიას, ისე ჩამონათვალს იმ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებისა, რომლებზეც დასწრების ექსკლუზიურ უფლებას მოგანიჭებთ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკური ბარათი. მთელი წლის განმავლობაში იგეგმება კულტურულ ღონისძიებათა ციკლი, რომელზეც ექსკლუზიური დასწრებისა და VIP პერსონების სტატუსით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკური ბარათის მფლობელებს.
ის, ვინც 2015 წლის სექტემბრიდან ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ მიერ ორგანიზებულ იტალიური ენის კურსებზე, მდიდარი დიდაქტიკური და კულტურული პაკეტების სარგებლობის გარდა, მექანიკურად გახდება ,,სტუდენტი წევრის“ პლასტიკური ბარათის მფლობელი და, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მთელი მსოფლიოს მასშტაბიით 200 ათას საზღვარგარეთელ წევრთან ერთად, საერთაშორისო დონეზე ისარგებლებს სპეციალური შეღავათებებითა და ფასდაკლებებით.
აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის იტალიური ენის კურსებზე ჩაწერა იმისათვის, რომ გახდეთ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკური ბარათის მფლობელი. ნებისმიერ პირს, ვისაც სურს გახდეს ამ სახელოვანი საზოგადოების წევრი, შეუძლია შეიძინოს პლასტიკური ბარათი ჩვენს ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის 6 (საბურთალო).
პირი, რომელიც შეიძენს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკურ ბარათს, მექანიკურად გახდება ასოციაცია Famiglia d’Italia (იტალიური ოჯახი)-ის წევრი.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკური ბარათის შეძენის პირობებისა და ფასების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციებისთვის შეგიძლიათ შეავსოთ ვებ გვერდის ბოლოს თანდართული განცხადება, ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.
თუ ეწევით კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას ან კომერციულ საქმიანობას და გსურთ ჩვენთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმება, დააჭირეთ აქ
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ წევრად გახდომა თქვენთვის სასარგებლოა! განაცხადის გამოსაგზავნად შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ველები:

dante - IMG_5594

Advertisements