გახდი ჩვენი პარტნიორი

10 საუკეთესო მიზეზი, რათა დაუკავშირო შენი სამარკო ნიშანი ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“

1) შენთვის ეს სრულიად უფასოა, მთავარია (ყოველგვარი ზედმეტი შრომისა და დანახარჯების გარეშე შეგიძლია) შესთავაზო საკუთარ პროდუქტზე ფასდაკლება ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პლასტიკური ბარათის მფლობელს.

2) ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“ ყოველთვიური კონტაქტი აქვს 2000-ზე მეტ ადამიანთან, რომელთა შორის არიან ამ საზოგადოების წევრები და სხვადასხვა კურსების ახლანდელი და ყოფილი მსმენელები. აგრეთვე მათი ნაცნობ-მეგობრები, ოჯახის წევრები და მათი რიცხვი ყოველწლიურად 10-15 %-ით იზრდება.

3.ეს შენი პროდუქტის საუკეთესო რეკლამირების საშუალებაა ყოველგვარი დანახარჯების გარეშე.

4.ყოველდღიურად შენი ორგანიზაციის ლოგო განთავსებული იქნება .,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ newsletter-ში, მის facebook გვერდებზე და ოფიციალურ ვებ გვერდზე, რომელიც ახლა განახლების სტადიაშია. იქვე გაიხსნება შენი ორგანიზაციის სპეციალური გვერდი და განთავსდება ყველა შემოთავაზება ,,დანტე ალიგიერის“ პლასტიკური ბარათის მფლობელებისთვის.

5.მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელობა გეძლევა განაახლო ინფორმაციები და ჩვენ ყველაზე მიმზიდველ შემოთავაზებას მყისიერად ვაცნობებთ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს.

6) ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ ჩართულია მსოფლიო ქსელში და მუდმივი კავშირი აქვს ამ ქსელის 500 საერთაშორისო ფილიალთან. შესაბამისად, შენს საქმიანობასა და შემოთავაზებულ პროდუქტს ჩვენი მეშვეობით გაეცნობა და იხილავენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებში (მსოფლიოს 5 კონტინენტზე).

7) ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში იტალიის აკრედიტებულ საელჩოსთან და არის შემდეგი ინსტიტუციებისა და ასოციაციების წევრი ორგანოზაცია:
ა) ICC საერთაშორისო სავაჭრო პალატა
ბ) EUNIC (ევროპის კულტურის ინსტიტუციათა კავშირი)
გ) საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაცია
დ) ICEF და WEBA (საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციების ორგანოზატორები)
აქედან გამომდინარე, ,,დანტეს“ თბილისის კომიტეტი წლის განმავლობაში ხშირად მონაწილებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის ღონისძიებებში.

8) ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ ხშირად მონაწილეობს ადგილობრივი მას მედიის როგორც სატელევიზიო, ისე რადიო გადაცემებში.

9) ჩვენს ოფისში მოწყობილ ნებისმიერი სახის ღონისძიებაზე (საერთაშორისო და ადგილობრივი დონის კონფერენციები, ვორკშოპები, ლიტერატურული საღამოები, გამოფენები და სხვ.) შეგიზლია განათავსო შენი ლოგო, ბანერი და სხვა სამარკო ნიშნები.

10) ზემოთ ჩამოთვლილი ცხრა მიზეზი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ გახდე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ პარტნიორი.

tessera, carta, danteCIVADO TOURS

mia-ita_i000053

GWBAICC GEORGIA

Advertisements