კურსები

დანტეს სკოლა

შეისწავლო იტალიური ენა სწრაფად და ხარისხიანად თანამედროვე მულტიმედია საშუალებებით
• მიიღო იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთტიფიკატი PLIDA
• დაეუფლო იტალიურ ენას იტალიელი პედაგოგების დახმარებით
• მიიღო სასწავლო სტიპენდიები, გაემგზავრო იტალიის სხვადასხვა სასწავლო ცენტრსა  და უმაღლეს სასწავლებელში, მოიპოვო საერთაშორისო დიპლომები და სერტიფიკატები იტალიური ენისა და კულტურის, აგრეთვე ხელოვნების, არქიტექტურის, დიზაინის, ბიზნესის, ტურიზმის, კულინარიის და სხვა სფეროებში
• დისტანციური სწავლების მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, მოიპოვო 23 იტალიური უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმ
ICON-ის ბაკალავრის დიპლომი
• ისარგებლო მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული წერითი თუ ზეპირი თარგმანის სერვისით
• დაესწრო ან მიიღო მონაწილეობა ,,დანტეს” საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე და გაეცნო იტალიელი და ქართველი კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების შემოქმედებას
მიმართე ,,დანტეს” სასწავლო ცენტრს შემდეგ მისამართზე
მისამართი: 0179 თბილისი კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 6; ტელ/ფაქსი (+995 32) 36 49 37; (+955 595)41 61 16; (+995 599) 54 22 89;
ელ-ფოსტა:info@dantetbilisi.ge
ჩაეწერე ჩვენს კურსებზე და შეისწავლე იტალიური ენა, თანამედროვე მულტიმედია საშუალებებით, საუკეთესო ქართველი და იტალიელი პედაგოგების დახმარებით ჩააბარე გამოცდა ,,დანტეს” საზოგადოებასთან არსებულ სასერტიფიკაციო ცენტრში და მოიპოვე იტალიური ენის კომპეტენციის ნებისმიერი დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი PLIDA. მაღალი საფეხურების PLIDA-ს სერტიფიკატის მეშვეობით შეგიძლია ჩაირიცხო იტალიის ნებისმიერ უნივერსიტეტში და იმუშავო იტალიური ენის მასწავლებლად ევროპის ნებისმიერ სასწავლებელში)
თუ ხარ ,,დანტეს” საზოგადოების წევრი, ან იტალიური ენის კურსების მსმენელი, საშუალება გაქვს:
დატკბე დაუვიწყარი მოგზაურობა-სწავლა-დასვენებით იტალიის სასწავლო ცენტრებში და საზაფხულო სკოლებში, გაიღრმავო ცოდნა იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და მოიპოვო სხვადასხვა პროფილის სერტიფიკატები და დიპლომები!
ასაკისდა მიუხედავად ,,დანტეს” მუდმივი სწავლების ცენტრში მოიპოვო სტიპენდია და გაემგზავრო სასწავლებლად იტალიაში წლის ნებისმიერ თვეს 1, 2, 3, 4 და მეტ კვირიანი ენისა და კულტურის, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, აბიტურიენტების მოსამზადებელ კურსებზე, აგრეთვე მოიპოვო სათანადო სერტიფიკატები და დიპლომები ხელოვნების, არქიტექტურის, დიზაინის, ბიზნესის, ტურიზმის, კულინარიის და სხვა პროფილის კურსებზე რომის, ფლორენციის, ვენეციის და სხვა ქალაქების წამყვან სასწავლო ცენტრებში.
დისტანციური სწავლების მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, ,,დანტეს” საზოგადოებასთან არსებულ საგამოცდო ცენტრში მიიღო მსოფლიოში აღიარებული 23 იტალიური უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმ ICON-ის იტალიანისტის ბაკალავრის დიპლომი, სპეციალობით – იტალიური ენა და კულტურა.

ახლა ვეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენი კურსების შესახებ. ჩვენ მსმენელებს ვთავაზობთ იტალიური ენის შემსწავლელ შემდეგი სახის კურსებს:

1.იტალიური ენის საკომუნიკაციო კურსი – კვირაში 2-ჯერ – გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 სთ. – სწავლების საფასური – თვეში – 130 ლარი

2.იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი – კვირაში 2-ჯერ – გაკვეთილის ხანგრძლივობა-1:00 სთ.   – 1 ადამიანზე -სწავლების საფასური – თვეში – 210 ლარი

3.იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი – კვირაში 2- ჯერ – გაკვეთილის ხანგრძლივობა -1:00 სთ.  – 2 ადამიანზე -სწავლების საფასური (თითოეულისთვის) – თვეში -190 ლარი

გარდა ამისა, საუკეთესო სტუდენტებს ვანიჭებთ სასწავლო სტიპენდიებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ გაემგზავრონ იტალიის წამყვან ცენტრებში ენის შესასწავლად 1, 2, 3, 4 და მეტი კვირის განმავლობაში, ისწავლონ, დაისვენონ და დაათვალიერონ რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი და იტალიის სხვა ულამაზესი ქალაქები.

გვაქვს სხვა უამრავი სიურპრიზი, რომელსაც ჩვენს ოფისში მობრძანების შემთხვევაში გაეცნობით.

მობრძანდით, შეისწავლეთ ჩენთან იტალიური ენა და კულტურა და გარწმუნებთ, კმაყოფილი დარჩებით.

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი
Advertisements