ჩვენი პარტნიორები

www.italicon.it

იტალიური ენისა და კულტურის შესწავლა დისტანციური მეთოდით
2009 წლის 7 სექტემბერს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტსა” და კონსორციუმ ICON-ს შორის  დაიდო ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკულება. 23 იტალიური უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმის მიზანს წარმოადგენს  დისტანციურად იტალიური ენასა და კულტურის გავრცელება და პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.
კონსორციუმ ICON-ის წევრი უნივერსიტეტებია ისეთი სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლები, როგორებიცაა: რომის ,,ლა საპიენცას”, სიენისა და პერუჯის უნივერსიტეტები უცხოელებისთვის, ნეაპოლის  ,,ორიენტალე”, მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მრავალი სხვა.

ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” წარმოდგენილია, როგორც  კონსორციუმ  ICON-ის ,,დიდაქტიკური პარტნიორი”, სადაც შექმნილია დისტანციური სწავლების საგამოცდო ცენტრი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ჩაირიცხებიან კონსორციუმ ICON-ის საბაკალავრო საფეხურზე და  საზღვარგარეთელი სტუდენტებისთვის იტალიური ენისა და კულტურის კურსის” დამთავრების შემდეგ მოიპოვებენ ზემოხსენებული სასწავლებლის ბაკალავრის დიპლომს.

_________________________________________________________________________________________

Via E. Mattei, 33 – 62022 Castelraimondo (MC) ITALIA
Tel. +39 0737.642308
Fax. +39 0737.642494
www.edulingua.it

,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიურ ლინგვისტურ ცენტრთან SCUOLA EDULINGUA, რომელიც ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სწავლას და დაუვიწყარ დასვენებას იტალიაში, კერძოდ ქ. კასტელრაიმონდოში.
     ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან” არსებული ენის კურსების 10 სტუდენტმა 2009 წელს უკვე ისარგებლა ზემოხსენებული ცენტრის მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიებით. სასწავლო კურსის გარდა, SCUOLA EDULINGUA ქართველ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების ე.წ. ,,კულტურულ პაკეტს”, რაც, გარდა სკოლის მიერ ყოველდღიურად ორგანიზებული  კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებისა (მიღება-გაცილების ბანკეტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები),  გულისხმობს 9 უფასო ექსკურსიას გიდის თანხლებით, მათ შორის იტალიის 3 დიდ ქალაქში (სტუდენტს შეუძლია აირჩიოს უფასო ექსკურსია რომში, ვენეციაში, მილანში და ა.შ) და 6 ექსკურსიას მარკეს რეგიონში.

____________________________________________________________________________________________________

www.riminiacademy.it

Via M. Tonti 21/a 47900, Rimini, ITALY
Tel:+390541 25355,
+390541 26665


ჩვენი პარტნიორი სკოლა იტალიაში RIMINI ACADEMY ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის” მსმენელებსა და წევრებს  სთავაზობს სხვადასხვა ტიპის იტალიური ენისა და კულტურის კურსებს. უკვე ორმა ჩვენმა სტუდენტმა ისარგებლა ზემოხსენებული ცენტრის მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიებით და გაიარეს ერთკვირიანი იტალიური ენის ინტენსიური კურსი.

_____________________________________________________________________________________________

 

Advertisements