Gara di Italsimpatia

ITALIASIMPATIA-NEW2GIRLS-2-light

რა არის უპირველესი რამ, რაც იტალიის ხსენებაზე წარმოგიდგებათ გონებაში?

ზოგისთვის ეს რაღაც პიცა ან პასტაა. ზოგიერთის ფიქრი კი იტალიის კულტურულ მემკვიდრეობაზე ჩერდება.  ხატვა, სკულპტურა, მუსიკა, ხალხური სიმღერა… ბევრისთვის იტალია ასოცირდება კოლიზეუმთან, ვესპასთან, დუკატთან, ფიატ 500-სთან ან თუნდაც ლეგენდარულ ფერარისთან.  გულგრილად არ რჩება იტალიური კინომატოგრაფიც, ფელინის, პაზოლინის შემოქმედება ან ფილმები სოფი ლორენის, მარჩელო მასტროიანის, ტოტოს მონაწილეობთ..

მიეცი ფანტაზიას გასაქანი, იყავი კრეატიული, შექმენი ვიდეო, სურათი, სიმღერა ან ნახატი, რომელსაც ყველაზე მეტი კავშირი აქვს იტალიასთან და ჩაერთე  ჩვენს შეჯიბრში, სახელწოდებით, #იტალსიმპატია.

გაითვალისწინეთ:

  1. გეძლევათ შესაძლებლობა, ერთდროულად ჩაერთოდ შეჯიბრის რამოდენიმე ან ყველა ძირითად კატეგორიაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ვიდეოს, სიმღერის, ნახატის, სურათის, თუ რამოდენიმე მათგანის წარმოდგენა.
  2. გამოაქვეყნეთ „დანტეს“ FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე სურათი- რომელიც განასახიერებს იტალიას, ვიდეო- რომელიც შეიძლება გადმოსცემდეს ისტორიას, ეხებოდეს სპორტს, შესაძლოა ეს იყოს მოკლემეტრაჟიანი სცენოგრაფია, იტალიაში გატარებული არდადეგების დროს გადაღებული ნებისმიერი შინაარსის ვიდეო, ან თუნდაც ეს ვიდეო წარმოადგენდეს თქვენი სასიმღერო ნომრის ჩანაწერს, (მაგ: ვიდეო, სადაც ღიღინებთ თქვენს რჩეულ იტალიურ სიმღერას). გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა თემატიკები: ფოტოგრაფია, მხატვრობა, გრაფიკული ნამუშევარი, „Made in Italy”, ხელოვნება, სამზარეულო და სხვა.
  3. გამოაქვეყნეთ თქვენი ნამუშევარი შემდეგ FACEBOOK გვერდზე:

https://www.facebook.com/events/238090053596401/.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ გვერდზე მოხდება ნამუშევრის შეფასება ე.წ. ” like”-ბის მეშვეობით, რაც გავლენას იქონიებს საბოლოო ქულაზე. ფინალური პრიზის მისაღებად, აუცილებელია თქვენ მიერ შექმნილი ფოტო, ვიდეო, ჩანახატი და ა.შ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: italsimpatia@gmail.com, წერილის საგანში ჩაწერეთ ITALSIMPATIA და მიუთითეთ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი.

  1. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, გათვალისწინებული იქნება, აგრეთვე, FACEBOOK-ის გვერდზე აღნიშნული ”like”-ბის ოდენობაც. ხოლო მათი ავტორები წარდგენილ იქნებიან დანტე ალიგიერის დაბადების დღისადმი მიძღვნილი, რიგით 76-ე საღამოზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 29 მაისს. ღონისძიებას დაესწრებიან ხელოვანები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იტალიის საელჩოს თანამშრომები, ხოლო საღამო გაშუქებულ იქნება ადგილობრივი მასმედიის მიერ.

ბოლო ვადა:

ნამუშევრების FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 მაისი, 20:00 საათი.


პრიზი:

გამაჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახის პრიზი: იტალიური ენის სასწავლო კურსისა და „დანტეს“ ხელოვნების სკოლი ვაუჩერები, ორ კაციანი ვახშამი იტალიურ რესტორანში, პიცის ვაუჩერი ორ ადამიანზე იტალიურ პიცერიაში და/ან ფრენა ორ პერსონაზე ბოლონიის ან რომის მიმართულებთ (ეს უკანასკნელი დამოკიდებულია სპონსორზე და იმყოფება განხილვის ფაზაში)

პრიზების დეტალური ჩამონათვალი განთავსდება „დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტის“ ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ადევნეთ თვალყური ღონისძიების გვერდს შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/events/238090053596401/

ან მოგვწერეთ აღნიშნულ მისამართზე: italsimpatia@gmail.com

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ღონისძიების ოფიციალური სპონსორი, დაგვეიკავშირდით: info@dantetbilisi.ge

 

 

 

 

 

Advertisements

ვკითხულობთ დანტეს

ძვირფასო მეგობრებო,

გვაქვს პატივი, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის სახელით,

მოგიწვიოთ, 29 მაისს, 18,00 საათზე, ევროპის სახლში,  დანტეს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

29 ივნისი “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ღონისძიებების კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია”. ამ დღეს უკვე 120 წელია, საზოგადოების მსოფლიო კომიტეტები აღნიშნავენ საგანგებო ღონისძიებებით, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებას ემსახურება.

“დანტეს” თბილისის კომიტეტსა და იტალიის საელჩოს შორის მყარი თანამშრომლობის შედეგად და პირადად იტალიის ელჩის – ანტონიო ენრიკო ბარტოლის შუამდგომლობით, ამ დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას წელს ევროპის სახლი უმასპინძლებს. 29 მაისს პოეტის შემოქმედებას პატივს “ღვთაებრივი კომედიის” საჯარო კითხვით ქართული ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, იტალიის საელჩოს თანამშრომლები და “დანტეს” თბილისის კომიტეტის პედაგოგები მიაგებენ.

Giornata-DA-FACEBOOK-light

თითოეული მათგანი, მშრობლიურ – ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხავს პოემის გამორჩეულ და მათთვის საყვარელ სტრიქონებს. ღონისძიების მონაწილეებს შორის არიან: იტალიის ელჩის მოადგილე – სტეფანო კრეშენცი, მხატვარი ქეთი მატაბელი, მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი; პოეტები: გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი და დრამატურგი დავით გაბუნია.

ღონისძიების დასასრულს, უმბერტო ეკოს, პიერ პაოლო პაზოლინის, ანტონიო ტაბუკისა და სხვა იტალიელი ავტორების შესანიშნავ მთარგმნელს – ხათუნა ცხადაძეს გადაეცემა დანტე ალიგიერის საზოგადოების საპატიო დიპლომი იტალიური ლიტერატურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. საღამოს მუსიკალურად სიმებიანი კვარტეტი “სფორცანდო” გააფორმებს.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მობრძანება

და მოსვლისას, თან იქონიოთ ელექტრონული მოსაწვევი (იხილეთ ბმული)

Giornata-della-Dante-0k-27LIGHT

ზამთრის სკოლა ბაკურიანში

„დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან “ არსებული „ დანტეს“ ხელოვნების სკოლა, „ელანის“ სამთო-სათხილამურო“ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ ზამთრის სკოლას დაბა ბაკურიანში. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბავშვების როგორც ფიზიკურ მომზადებას, ისე მათ ინტელექტუალურ-შემეცნებით განვითარებას.

მოკლე ინფორმაცია „ელანის „სამთო-სათხილამურო სკოლის შესახებ
„ელანის „ სამთო-სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სკოლის სერტიფიცირებულ მწვრთნელებს სასწავლო-მეთოდოლოგიური წვრთნები გავლილი აქვთ ავსტრიელ ინსტრუქტორებთან და გააჩნიათ პირველადი ბაზისური დახმარების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ადგილმდებარეობა
სათხილამურო სპორტული ბაზა მდებარეობს ტყის პირას. სკოლას გააჩნია საკუთარი მინი ფეხბურთის მოედანი ხელოვნური ბალახის საფარით და საცოცი კედლით, სადაც ბავშვებს აგრეთვე შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.
შენობას გააჩნია კეთილმოწყობილი გასართობი დარბაზი მაგიდის ჩოგბურთით და ბილიარდით.
სკოლას აქვს ენერგო მატარებლის სრული ავტონომია.

ღია კარის დღეზე შეხვდებით სკოლის წარმომადგენელს, რომელიც თავის მხრივ გაგაცნობთ პროგრამას და უპასუხებს ყველა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
„დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“
თბილისი, ალ.ყაზბგის 28, ჩიხი / კ .ქუთათელაძის ქუჩა 6,
ტელ: 236 49 37,294 53 59,599 97 27 17

scuola sci bakuriani georgia dante alighieri

იტალიური ენის საერთაშორისო კურსი ADA

“დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ აცხადებს მიღებას იტალიური ენის შემსწავლელ საერთაშორისო კურსზე ADA.
ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩაწერისას ისარგებლებთ შემდეგი პრორიტეტებით:
• ჩაწერისთანავე შენი მონაცემები განთავსდება PIANO ADA-ს საერთაშორისო ონლაინ ბაზაში და მოგენიჭება პირადი ნომერი და კოდი;
• საქართველოდან გაუსვლელად გაივლი ADA-ს კურსს, დააგროვებ კრედიტებს და კურსის (ნებისმიერი დონის დასრულების შემდეგ) ბოლოს მიიღებ საერთაშორისო ატესტატს ATTESTATO ADA;
• გენიჭება დაგროვილი კრედიტების გადატანის უფლება იტალიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში;
• კურსის სასწავლო პროგრამა გეხმარება ჩვენს საგამოცდო ცენტრში იტალიური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს გამოცდის ჩაბარებაში.
• მოიპოვე სტიპენდია იტალიაში ჩვენს პარტნიორ სკოლებში, სწავლის გასაგრძელებლად.

გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2-1 საათი (მსმენელების რაოდენობიდან გამომდინარე).
კურსის საფასურია:
დაწყებითი A1-A2 დონე – 130 ლარი (8 გაკვეთილი)
საშუალო B1-B2 დონე – 140 ლარი (8 გაკვეთილი)
უმაღლესი C1-C2 დონე – 150 ლარი (8 გაკვეთილი)
თანხაში შედის: თბილისის კომიტეტის საწევრო ბარათი, რითიც ისარგებლებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში შეღავათებითა და ფასდაკლებებით როგორც საქართველოს, ისე იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე მსმენელი დაესწრება დანტეს მიერ ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს, ფილმის ჩვენებებს, ,,შეხვედრა იტალიალეთან“ და ა.შ..

ჩაეწერე ჩენს კურსებზე, დააგროვე კრედიტები, მოიპოვე ატესტატი და სერტიფიკატი და შენთვის გზა ხსნილია იტალიის სახელმწიფო უნივერსიტეტბში.
გზა ევროპული განათლებისკენ, პროფესიონალიზმი, ხარისხი, სანდოობა
დამატებითი ინფორმაცის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ „დანტეს“ თბილისის კომიტეტს.
მიმსამართი: ალ.ყაზბეგის 28, ჩიხი/კ.ქუთათელაძი 6.
ტელეფონი: (+995) 32 294 59 53; (+995) 595 41 61 16
E-mail: info@dantetbilisi.ge
http://www.dantetbilisi.ge
FACEBOOK: Comitato di Tbilisi della Società Dante Alighieri

ada, dante, tbilisi, italiano

„დანტეს“ ხელოვნების საკვირაო სკოლა

„დანტეს“ ხელოვნების საკვირაო სკოლა
(მეცადინეობები მიმდინარეობს შაბათ-კვირას ან კვირის განმავლობაში 2-ჯერ.
პაკეტი მოზარდებს სთავაზობს შემდეგ დისციპლინებს:
• ხატვა-ფერწერა, კომპოზიცია, გამოყენებითი ხელოვნება, დიზაინის ელემენტები, აბრეშუმის მოხატვა და სხვა;
• ძერწვა – თიხაზე და პლასტელინზე მუშაობა, აპლიკაცია, დეკორატიული ფიგურების შექმნა;
• ხელოვნების ისტორია, მითოლოგია;
• იტალიური ენა- მეცადინეობები მიმდინარეობს სრულიად ლაღ და ბუნებრივ გარემოში (ინტერაქციის, თამაშების, სიმღერებისა და სხვა თანამედროვე მეთოდოლოგიების მეშვეობით).

ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივი შკალის მიხედვით:
I ჯგუფი (4 – 6 წ.)
II ჯგუფი (7 -9 წ.)
III ჯგუფი (10 – 15 წ.)
სწავლის საფასური და პირობები:

მეცადინეობების ხანგძლივობა – 2/3 სთ;
სწავლის საფასური (სრული პაკეტი) – 100 ლარი (8 გაკვეთილი = 1 თვე).
პედაგოგები :
ხატვა-ფერწერა – მანანა ტაბიძე (მხატვარი, დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერი. ექსპერტი საშუალო საგანმანათლებლო სკოლებში გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მიმართულებით)
ძერწვა-ქანდაკება-ლალი ქუთათელაძე აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი
მეტყველების კულტურა-ეკატერინე ბაკურაძე შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უფროსი პედაგოგი, დოქტორანტი, მეტყველების სპეციალისტი
იტალიური ენა-გიორგი წულაძე, იტალიანისტი
ხელოვნების სკოლაში მოსწავლე უზრუნველყოფილია სათანადო ინვენტარის ნაწილით!!!

მოსწავლეს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დამატებითი ინვენტარი:
1. გუაში (12 ფერიანი /რუსული);
2. ფერადი ფანქრები (12 ფერიანი);
3. პლასტელინი – (12 ფერიანი/რუსული);
4. თეთრი თიხა;
5. კონტეინერი;
6. წინსაფარი ან სამუშაო მაისური

Dante Advert - Arte domenica2

იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

იტალიის ეროვნულ დღესასწაულთან- რესპუბლიკის დღესთან- დაკავშირებით ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი” 9-20 ივნისს გთავაზობთ კვირეულს სახელწოდებით „LA REPUBBLICA“.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებათა ციკლი, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გაცნობა და გავრცელება.
კვირეულის პროგრამაში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად ასახულია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მიერ მთელი სასწავლო წლის მანძილზე განვლილი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების მასალის სინთეზი.
კვირეული გაიხსნება 9 ივნისს იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი მოკლე მულტიმედიური (ვიდეო ფილმისა და ფოტოების თანხლებით) მიმოხილვით და დასრულდება იტალიური ფილმის ჩვენებით „Matrimonio all’Italiana” ( „ქორწინება იტალიურად“ ).
კვირეულის ყურადღება ფოკუსირებულია ოთხშაბათს 11 ივნისს, 19:00 სთ–ზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზზე ( მის.: კ. ქუთათელაძის 6 ), სადაც მოეწყობა ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა. საღამოს ფარგლებში პატარები იტალიური ენის ცოდნის დემონსტრირებას მოახდენენ სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი სიმღერებითა და ლექსებით. ღონისძიებას გააშუქებენ მას მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად გაიმართება მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია.
18 ივნისს ჩატარდება ყოველთვიური კულტურული ღონისძიება “Un Italiano a Tbilisi”, რომლის მსვლელობისას მოწვეულ იტალიელ სტუმართან გაიმართება ინტერაქციული შეხვედრა. სტუმარი ღონისძიების ჩვეულ ფორმატში ისაუბრებს საკუთარ რეგიონზე, საქმიანობაზე, გამოცდილებაზე, მომავალ გეგმებსა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე.
კვირეულის საზეიმოდ დახურვის დღეს, 20 ივნისს, იტალიური ფესტივალის კარი ღიაა ყველასთვის! თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში სასწავლო წლის ბოლოსადმი მიძღვნილი დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად ვიწვევთ იტალიანისტებს, პედაგოგებს, ყოფილ და ახლანდელ სტუდენტებსა და მოსწავლეებს, აგრეთვე ,, დანტეს“ ყველა მეგობარს, რათა ერთად გაატარონ სასიამოვნო და დაუვიწყარი საღამო კარაოკესა და სხვა სიურპრიზების თანხლებით.

Facebook

იტალიის, რესპუბლიკის, დღისადმი, მიძღვნილი, კვირეული

“დანტეს” ხელოვნების სკოლის მშობლებისთვის

ზღაპარი როგორც კომუნიკაციის ხერხი

,,ჯადოსნური ზღაპარი“ პირდაპირ ასახავს კოლექტიურ გაუთვიცნობიერებულ ფსიქიკურ პროცესს. ერთი შეხედვით თიტქოსდა მარტივ ზღაპრებში აღწერილია ღრმა ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც იმდენად რთული არიან ჩვენი აღქმისთვის, რომ მისი პროექცირება ხდება შორეულ მომავალში. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაციის მქონე უამრავი ზღაპარი, რათა მკითხველი ჩასწვდეს სიღმეს. ზღაპარში ყველაფერი ხდება, სიკეთეც და ბოროტებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, მას დასასრულიც ყოველთვის ბედნიერი აქვს. ალბათ ამიტომაც გასცდა ის ლიტერატურულ ჟანრს და პირდაპირ, ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე, გახდა ფსიქოლოგიიის, კერძოდ კი-ფსიქოთერაპიის კვლევისა და გამოყენების საგანი.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
ზღაპრის ფენომენი
• სადიაგნოსტიკო და თერაპიული ზღაპრების რაობა
• როგორ უნდა გამოიყენოს ის მშობელმა ბავშვთან კომუნიკაციისას პრობლემის გადასაჭრელად, ან უბრალოდ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრის დროს გაეცნობით აგრეთვე ზღაპრის წერის ტექნიკას. თვალსაჩინოებისთვის საშუალება მოგეცემათ წაიკითხოთ ზღაპარი, რომელიც კონკრეტულად ერთ-ერთი თერაპიული შეხვედრისას დაიწერა, და გამოიცნოთ მისი ავტორის (ფსიქოლოგთან მომართვის) მიზეზი.
ვიურთიერთოთ შვილებთან ჯანსაღად!!!

https://www.facebook.com/events/113192665680070/

დანტეს, ხელოვნების, სკოლის

ტრეინინგს წარუძღვება: ირმა კვაჭაძე
კლინიკური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი