„დანტეს“ ხელოვნების საკვირაო სკოლა

„დანტეს“ ხელოვნების საკვირაო სკოლა
(მეცადინეობები მიმდინარეობს შაბათ-კვირას ან კვირის განმავლობაში 2-ჯერ.
პაკეტი მოზარდებს სთავაზობს შემდეგ დისციპლინებს:
• ხატვა-ფერწერა, კომპოზიცია, გამოყენებითი ხელოვნება, დიზაინის ელემენტები, აბრეშუმის მოხატვა და სხვა;
• ძერწვა – თიხაზე და პლასტელინზე მუშაობა, აპლიკაცია, დეკორატიული ფიგურების შექმნა;
• ხელოვნების ისტორია, მითოლოგია;
• იტალიური ენა- მეცადინეობები მიმდინარეობს სრულიად ლაღ და ბუნებრივ გარემოში (ინტერაქციის, თამაშების, სიმღერებისა და სხვა თანამედროვე მეთოდოლოგიების მეშვეობით).

ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივი შკალის მიხედვით:
I ჯგუფი (4 – 6 წ.)
II ჯგუფი (7 -9 წ.)
III ჯგუფი (10 – 15 წ.)
სწავლის საფასური და პირობები:

მეცადინეობების ხანგძლივობა – 2/3 სთ;
სწავლის საფასური (სრული პაკეტი) – 100 ლარი (8 გაკვეთილი = 1 თვე).
პედაგოგები :
ხატვა-ფერწერა – მანანა ტაბიძე (მხატვარი, დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერი. ექსპერტი საშუალო საგანმანათლებლო სკოლებში გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მიმართულებით)
ძერწვა-ქანდაკება-ლალი ქუთათელაძე აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი
მეტყველების კულტურა-ეკატერინე ბაკურაძე შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უფროსი პედაგოგი, დოქტორანტი, მეტყველების სპეციალისტი
იტალიური ენა-გიორგი წულაძე, იტალიანისტი
ხელოვნების სკოლაში მოსწავლე უზრუნველყოფილია სათანადო ინვენტარის ნაწილით!!!

მოსწავლეს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დამატებითი ინვენტარი:
1. გუაში (12 ფერიანი /რუსული);
2. ფერადი ფანქრები (12 ფერიანი);
3. პლასტელინი – (12 ფერიანი/რუსული);
4. თეთრი თიხა;
5. კონტეინერი;
6. წინსაფარი ან სამუშაო მაისური

Dante Advert - Arte domenica2

Advertisements

იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

იტალიის ეროვნულ დღესასწაულთან- რესპუბლიკის დღესთან- დაკავშირებით ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი” 9-20 ივნისს გთავაზობთ კვირეულს სახელწოდებით „LA REPUBBLICA“.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებათა ციკლი, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გაცნობა და გავრცელება.
კვირეულის პროგრამაში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად ასახულია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მიერ მთელი სასწავლო წლის მანძილზე განვლილი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების მასალის სინთეზი.
კვირეული გაიხსნება 9 ივნისს იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი მოკლე მულტიმედიური (ვიდეო ფილმისა და ფოტოების თანხლებით) მიმოხილვით და დასრულდება იტალიური ფილმის ჩვენებით „Matrimonio all’Italiana” ( „ქორწინება იტალიურად“ ).
კვირეულის ყურადღება ფოკუსირებულია ოთხშაბათს 11 ივნისს, 19:00 სთ–ზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზზე ( მის.: კ. ქუთათელაძის 6 ), სადაც მოეწყობა ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა. საღამოს ფარგლებში პატარები იტალიური ენის ცოდნის დემონსტრირებას მოახდენენ სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი სიმღერებითა და ლექსებით. ღონისძიებას გააშუქებენ მას მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად გაიმართება მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია.
18 ივნისს ჩატარდება ყოველთვიური კულტურული ღონისძიება “Un Italiano a Tbilisi”, რომლის მსვლელობისას მოწვეულ იტალიელ სტუმართან გაიმართება ინტერაქციული შეხვედრა. სტუმარი ღონისძიების ჩვეულ ფორმატში ისაუბრებს საკუთარ რეგიონზე, საქმიანობაზე, გამოცდილებაზე, მომავალ გეგმებსა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე.
კვირეულის საზეიმოდ დახურვის დღეს, 20 ივნისს, იტალიური ფესტივალის კარი ღიაა ყველასთვის! თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში სასწავლო წლის ბოლოსადმი მიძღვნილი დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად ვიწვევთ იტალიანისტებს, პედაგოგებს, ყოფილ და ახლანდელ სტუდენტებსა და მოსწავლეებს, აგრეთვე ,, დანტეს“ ყველა მეგობარს, რათა ერთად გაატარონ სასიამოვნო და დაუვიწყარი საღამო კარაოკესა და სხვა სიურპრიზების თანხლებით.

Facebook

იტალიის, რესპუბლიკის, დღისადმი, მიძღვნილი, კვირეული

“დანტეს” ხელოვნების სკოლის მშობლებისთვის

ზღაპარი როგორც კომუნიკაციის ხერხი

,,ჯადოსნური ზღაპარი“ პირდაპირ ასახავს კოლექტიურ გაუთვიცნობიერებულ ფსიქიკურ პროცესს. ერთი შეხედვით თიტქოსდა მარტივ ზღაპრებში აღწერილია ღრმა ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც იმდენად რთული არიან ჩვენი აღქმისთვის, რომ მისი პროექცირება ხდება შორეულ მომავალში. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაციის მქონე უამრავი ზღაპარი, რათა მკითხველი ჩასწვდეს სიღმეს. ზღაპარში ყველაფერი ხდება, სიკეთეც და ბოროტებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, მას დასასრულიც ყოველთვის ბედნიერი აქვს. ალბათ ამიტომაც გასცდა ის ლიტერატურულ ჟანრს და პირდაპირ, ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე, გახდა ფსიქოლოგიიის, კერძოდ კი-ფსიქოთერაპიის კვლევისა და გამოყენების საგანი.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
ზღაპრის ფენომენი
• სადიაგნოსტიკო და თერაპიული ზღაპრების რაობა
• როგორ უნდა გამოიყენოს ის მშობელმა ბავშვთან კომუნიკაციისას პრობლემის გადასაჭრელად, ან უბრალოდ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრის დროს გაეცნობით აგრეთვე ზღაპრის წერის ტექნიკას. თვალსაჩინოებისთვის საშუალება მოგეცემათ წაიკითხოთ ზღაპარი, რომელიც კონკრეტულად ერთ-ერთი თერაპიული შეხვედრისას დაიწერა, და გამოიცნოთ მისი ავტორის (ფსიქოლოგთან მომართვის) მიზეზი.
ვიურთიერთოთ შვილებთან ჯანსაღად!!!

https://www.facebook.com/events/113192665680070/

დანტეს, ხელოვნების, სკოლის

ტრეინინგს წარუძღვება: ირმა კვაჭაძე
კლინიკური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი

კლაუდიო პოცანი – თანამედროვე იტალიური პოეზიისა

თანამედროვე იტალიური პოეზიისა და იტალიური ენის მოყვარულებს 19 მაისს, 18 საათზე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში“, დაუვიწყარი საღამო ელით იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანისთან, რომელიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავს მისთვის ჩვეული დიდოსტატური მანერით. ღონისძიებას იტალიელ ავტორთან ერთად წარუძღვება ქალბ-ნი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიციალური მთარგმნელი. იტალიის აკრედიტებული საელჩოს მოწვევით პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას იღებს საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. პოეტი პირველად 2010 წელს ეწვია თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავისი პოეტური პერფორმანსებით. დამსწრეებს საშუალება ექნებათ თბილ და უშუალო გარემოში შეხვდნენ სტუმრებს, დაუსვან მათ კითხვები როგორც შემოქმედების, ისე მათი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ. საღამო წარიმართება იტალიურ და ქართულ ენებზე. დასწრება თავისუფალია 2015 წლის 19 მაისი, დასაწყისი:18:00 საათი მისამართი: ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. № 6

Dante, Alighieri, Pozzani, Festival, Tbilisi

ანი მამულაშვილი ,,დანტეს ხელოვნების სკოლაში” იმყოფებოდა

ანი მამულაშვილის “დანტეს ხელოვნების სკოლიდაში” იმყოფებოდა. სკოლა 6-დან 14 წლამდე მოზარდებს საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს: იტალიური ენის, ფერწერისა და ძერწვის სასწავლო პროგრამა. ასევე არტ-თერაპიის გაკვეთილები, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგი ატარებს.

,,დანტეს“ თბილისის კომიტეტი გთავაზობთ ფასდაკლებას მათ, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა!

ვინც ჩაეწერება 25 მაისამდე დაწყებით A1 დონის შემსწავლელ კურსებზე, თვეში გადაიხდის 100 ლარს 120 -ის ნაცვლად და ამ ფასდაკლებით ისარგებლებთ მთელი ზაფხულის განმავლობაში!
ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 ადამიანზე!
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ალ. ყაზბეგის 28 ჩიხი/

კ. ქუთათელაძის 6,

ტელ: 595 416 116; 2 94 59 53

Dante Alighieri Tbilisi - IMG_6163-cp

მაისი 2015

თბილისი მაისის თვეში მასპინძლობს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც გაიმართება 2015 წლის 18–24 მაისს, საქართველოს მწერალთა სახლში.

festival letteratura Claudio, Pozzani, Tbilisi, georgia, Festival, letteratura
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, Eunic –ის (ევროპის კულტურული ინსტიტუციების გაერთიანება) ასოცირებული წევრი-ორგანიზაციის სტატუსით, პირველად იღებს მონაწილეობას ზემოხსენებულ ფესტივალში.
საქართველოში აკრედიტებული იტალიის საელჩოს მოწვევით ფესტივალზე იტალიას წარადგენს ცნობილი იტალიელი პოეტი, კლაუდიო პოცანი.
2010 წელს პოეტი ერთხელ უკვე ესტუმრა „დანტეს“ თბილისის კომიტეტს და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, როგორც მისი არაჩვეულებრივი პოეზიით, ისე ლექსის კითხვის მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მანერით. ახლა უკვე მეორედ, ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ ოფისში, ექსკლუზიურად მისი წვერებისა და მსმენელებისთვის, 19 მაისს, სამშაბათს, 18:00 სთ–ზე გაიმართება კლაუდიო პოცანის პოეზიის საღამო.
სტუმარი ისაუბრებს საკუთარ პიროვნებაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ასევე, ის და ქალბატონი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიცილაური მთარგმნელი, იტალიურ და ქართულ ენებზე საზოგადოებას წარუდგენენ კლაუდიო პოცანის პოეტურ კრებულს „ჩრდილების მარში“.
საღამოს ფარგლებში პოეტი დადგამს ერთგვარ ,,პერფორმანსს“ და საკუთარ ლექსებს წაიკითხავს იმ უნიკალური მანერით, რომელიც მხოლოდ კლაუდიო პოცანისათვის არის დამახასიათებელი.

Claudio, Pozzani, Tbilisi, georgia, festival

სხვა სიახლეები:
პარასკევს, 8 მაისს გადაცემა „GDS დილაში“ მოხდება პირდაპირი ჩართვა ჩვენი კომიტეტის „დანტეს ხელოვნების სკოლასთან“. გაშუქებული იქნება იტალიური ენის, ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები, აგრეთვე ინტერვიუები „დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტთან, ქალბატონ ნინო ცერცვაძესთან და „დანტეს ხელოვნების სკოლის“ პედაგოგებთან.

gds
პარასკევი, 15 მაისი: ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ „არტ-თერაპიის“ მიმართულებაში გაიხსნა ბავშვთა განვითარების კურსი, სახელწოდებით „ბავშვის წარმატების საიდუმლო“. კურსის გავლის შემდეგ ბავშვი შეძლებს სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას, საკუთარ უნარებში დარწმუნებას და მის გამოყენებას წარმატებისთვის.
კურსი განკუთვნილია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

კურსს წარუძღვებიან : ირმა კვაჭაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, არტთერაპევტი;
მარიტა მერკვილაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი.