საქმიანობა

5 დეკემბერი, 2009,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტმა” იტალიის საელჩოს ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც სასტუმრო ,,შერატონში” 2009 წლის 5 დეკემბერს გაიმართა.     ზემოხსენებულ გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოში მოქმედი ყველა აკრედიტებული საელჩოს და სხვა ინსტიტუციების მიერ წარმოდგენილ მაგიდებს შორის, ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის” მაგიდასაც, რომელსაც  ამავე საზოგადოების წევრებისა და სტუდენტების მხატვრული ტილოების, თექისა და ტიხრული მინანქრის ხელთნაკეთი ნამუშევრები ამშვენებდა.
     ზემოხსენებული აქცია ორმაგი საქველმოქმედო დანიშნულების მატარებელი იყო: ერთის მხრივ, ,,დანტეს” საზოგადოებამ, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობით, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა საქველმოქმედო აქციის მოწყობაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” დაეხმარა თავის წევრებსა და სტუდენტებს საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციასა და გასაღებაში.
     „დანტეს” საზოგადოება ყოველწლიურად გეგმას ზემოხსენებულ საქველმოქმედო აქციაში მიაღებინოს მონაწილეობა ამ საზოგადოების წევრებსა და სტუდენტებს.

2009 წლის 15 აპრილი, ოთხშაბათი
საჯარო ლექცია თემაზე:
,,თანამედროვე იტალიური ოჯახი”
მომხსენებელი: იტალიელი პედაგოგი, ალესანდრა პიატი

     ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” ოფისში გაიმართა იტალიელი პედაგოგის, ალესანდრა პიატის საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე იტალიური ოჯახი”.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქართული საზოგადოებისათვის იტალიური ოჯახის თანამედროვე სტრუქტურისა და ტრადიციული მოდელის გაცნობა.

საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე იტალიური ოჯახი”
2009 წლის 17 ივნისი, ოთხშაბათი
დისტანციური სწავლება: საჯარო ლექცია თემაზე:
,,იტალიური -დიალექტების ენა”
მომხსენებელი: იტალიელი პედაგოგი, ლუკა დი დიო

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსა” და იტალიის ლინგვისტურ ცენტრ ,,EDULINUA” -ს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ,,დანტეს” თბილისის კომიტეტის ოფისში ქართველი სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა იტალიელი პედაგოგის,  ლუკა დი დიო-ს საჯარო ლექცია თემაზე: ,,იტალიური-დიალექტების ენა”.
დიალექტიზმებისა და თანამედროვე იტალიური ლიტერატურული ენის ურთიერთმიმართებებზე მსჯელობას მომხსენებლის მიერ დროდადრო გიტარის აკომპანიმენტის თანხლებით შესრულებულ იქნა იტალიის სხვადასხვა კუთხის ის სიმღერები, რომლებშიც ყველაზე მეტად ჰპოვეს ასახვა ზემოხსენებულმა ფენომენებმა.
ქართველი სტუდენტები იტალიის ქ. კასტელრაიომონდოს
ლინგვისტურ ცენტრში 
,,EDULINUA”
7 აპრილი 2009
,,ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში” იტალიური ენისა და კულტურის პრეზენტაცია

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა” თავისი საქმიანობის ხანმოკლე პერიოდში წარმოუდგენლად დიდ წარმატებებს მიაღწია, კერძოდ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” ბაზაზე ,,იტალიური ენისა და კულტურის კათედრის” გახსნასა და ფუნქციონირებაში; კათედრის გამგე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი, პროფესორი, ნინო ცერცვაძეა, ხოლო კათედრის  ორი პედაგოგი ამავე დროს ,,დანტეს” თბილისის კომიტეტის  თანამშრომელია.
     ზემოხსენებული კათედრის დაარსებისთვის გრანტი იტალიის საელჩოს დიდი დახმარებით გამოჰყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ცერემონიას ესწრებოდნენ იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატ. ვიტორიო სანდალი, კულტურის ატაშე, როზა მარია კორადო და დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის  წარმომადგენლები. კათედრის პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ იხილა ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნამუშევრების გამოფენა.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი, პროფ. ნინო ცერცვაძე, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატ. ვიტორიო სანდალი, კულტურის ატაშე, როზა მარია კორადო და ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” რექტორი, პროფ. არჩილ ჭელიძე
17 ივნისი 2009
საჯარო ლექცია-გამოფენა,,იტალიის საოცრებანი”

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” ოფისში ჩატარდა საჯარო ლექცია-გამოფენა ,,იტალიის საოცრებანი”. საღამოს მიზანი იყო იტალიური და ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი თავისებურებების პოპულარიზაცია და წარმოჩენა. საჯარო ლექციის თემები, რომლებიც მიძღვნილი იყო იტალიის კულტურის, ცივილიზაციის და ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებისადმი, მოამზადეს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პედაგოგ ლელა ეზუგბაიას სტუდენტებმა. ქართველმა სტუდენტებმა გამოფინეს თავიანთი ტიხრული მინანქრის, თიხის და თექის ნამუშევრები, რომლებმაც იტალიელი სტუმრების მოწონება დაიმსახურეს.
     ღონისძიებას ესწრებოდნენ  იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატ. ვიტორიო სანდალი, კულტურის ატაშე, როზა მარია კორადო და დიპლომატიური კორპუსის,  მთავრობის და ქართული საზოგადოების ფართო წრეების  წარმომადგენლები.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი,
პროფ. ნინო ცერცვაძე, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატ. ვიტორიო სანდალ, მისი მეუღლე და  ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” წევრები, მასწავლებლები და სტუდენტები
31 ოქტომბერი, 2009
იტალიელი პოეტის, კლაუდიო პოცანის ლექსების ბოლო კრებულის ,,ჩრდილების მარშის’’ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა” უმასპინძლა იტალიელ პოეტს, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატს, კლაუდიო პოცანის. საღამო მიეძღვნა მისი ლექსების ბოლო კრებულის ,,ჩრდილების მარშის” ქართული თარგმანის პრეზენტაციას. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კლაუდიო პოცანი, პოეტი-შემსრულებელი, მრავალო პერფორმანსის ავტორი, რომლის ლექსებიც ნათარგმნია მსოფლიოს 10 ენაზე და მისი ზემოხსენებული ბოლო კრებულის ქართველი მთარგმნელი, ქალბ. Nნუნუ გელაძე. საღამოს ესწრებოდნენ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” წევრები, სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.  პუბლიკა მოხიბლული დარჩა როგორც ქართული თარგმანით, ისე ავტორის მიერ განსაკუთრებული მანერით წაკითხული საკუთარი ლექსებით.
7 აპრილი 2009
,,ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში” იტალიური ენისა და კულტურის პრეზენტაცია

     ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა” თავისი საქმიანობის ხანმოკლე პერიოდში წარმოუდგენლად დიდ წარმატებებს მიაღწია, კერძოდ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” ბაზაზე ,,იტალიური ენისა და კულტურის კათედრის” გახსნასა და ფუნქციონირებაში; კათედრის გამგე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი, პროფესორი, ნინო ცერცვაძეა, ხოლო კათედრის  ორი პედაგოგი ამავე დროს ,,დანტეს” თბილისის კომიტეტის  თანამშრომელია. ზემოხსენებული კათედრის დაარსებისთვის გრანტი იტალიის საელჩოს დიდი დახმარებით გამოჰყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ცერემონიას ესწრებოდნენ იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატ. ვიტორიო სანდალი, კულტურის ატაშე, როზა მარია კორადო და დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის  წარმომადგენლები. კათედრის პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ იხილა ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნამუშევრების გამოფენა.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი, პროფ. ნინო ცერცვაძე, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატ. ვიტორიო სანდალი, კულტურის ატაშე, როზა მარია კორადო და ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” რექტორი, პროფ. არჩილ ჭელიძე
2008 წლის 25 დეკემბერი
,,თანამედროვე იტალიური მუსიკის საღამო”
მულტიმედიური საჯარო ლექცია
საღამოს უძღვებოდნენ: ლელა (ლიკა) ეზუგბაია და მარიამ ქაფიანიძე

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” ოფისში გაიმართა მულტიმედიური საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე იტალიური მუსიკის საღამო”, რომელიც მიჰყავდათ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან” არსებული ენის კურსების პედაგოგებს: ლელა (ლიკა) ეზუგბაიას და მარიამ ქაფიანიძეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე იტალიელი მომღერლების, ჯგუფებისა და სიმღერის ავტორ-შემსრულებელთა შემოქმედების გაცნობა როგორც ,,დანტეს” თბილისის კომიტეტის წევრებისა და სტუდენტებისთვის, ისე მათთვის, ვინც დაინტერესებულია იტალიური ენისა და კულტურის შესწავლით.
ზემოხსენებულმა პედაგოგებმა ისაუბრეს ვასკო როსის, ძუკეროს, ლუჩანო ლიგაბუეს, კარმენ კონსოლის, ჯოვანოტის, ჯორჯას და სხვა ცნობილ შემსრულებელთა შემოქმედებაზე და მუსიკალური კლიპების მეშვეობით გააცნეს დამსწრე საზოგადოებას თანამედროვე  იტალიური მუსიკის სიახლეები.
2008 წლის 26 ივნისი,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” ოფისში გაიმართა სამ ოსკაროსანი ფილმის ,,ცხოვრება მშვენიერია” ჩვენება, რომლის რეჟისურა და სამსახიობო შესრულება ეკუთვნის სახელოვან ხელოვანს -რობერტო ბენინის. ფილმის ჩვენებას წინ უძღოდა ,,დანტეს” თბილისის კომიტეტთან არსებული ენის კურსების პედაგოგის და იდეის ავტორის- ლელა (ლიკა) ეზუგბაიას სტუდენტების მიერ იტალიურ ენაზე მომზადებული მოკლე მიმოხილვა რობერტო ბენინის შემოქმედების შესახებ.
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” მიერ ორგანიზებული იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების სტუდენტები
ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, ქალბ. რიტა ადრიანელი, იტალიის ქ. ბოსკი სანტ ანას მერი, ბატონი მარკო გულიელმო, ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. არჩილ ჭელიძე და ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” წევრები და სტუდენტები
2008 წლის 6 მაისი
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტმა” იტალიის საელჩოს ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც სასტუმრო ,,შერატონში” 2009 წლის 5 დეკემბერს გაიმართა.
     ზემოხსენებულ გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოში მოქმედი ყველა აკრედიტებული საელჩოს და სხვა ინსტიტუციების მიერ წარმოდგენილ მაგიდებს შორის, ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის” მაგიდასაც, რომელსაც  ამავე საზოგადოების წევრებისა და სტუდენტების მხატვრული ტილოების, თექისა და ტიხრული მინანქრის ხელთნაკეთი ნამუშევრები ამშვენებდა.
     ზემოხსენებული აქცია ორმაგი საქველმოქმედო დანიშნულების მატარებელი იყო: ერთის მხრივ, ,,დანტეს” საზოგადოებამ, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობით, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა საქველმოქმედო აქციის მოწყობაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” დაეხმარა თავის წევრებსა და სტუდენტებს საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციასა და გასაღებაში.
     „დანტეს” საზოგადოება ყოველწლიურად გეგმას ზემოხსენებულ საქველმოქმედო აქციაში მიაღებინოს მონაწილეობა ამ საზოგადოების წევრებსა და სტუდენტებს.
ქ. ბოსკი სანტ ანას მერი ბ-ნი მარკო გულიელმო და
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი ქ-ნი ნინო ცერცვაძე
Advertisements