ვკითხულობთ დანტეს

ძვირფასო მეგობრებო,

გვაქვს პატივი, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის სახელით,

მოგიწვიოთ, 29 მაისს, 18,00 საათზე, ევროპის სახლში,  დანტეს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

29 ივნისი “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ღონისძიებების კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია”. ამ დღეს უკვე 120 წელია, საზოგადოების მსოფლიო კომიტეტები აღნიშნავენ საგანგებო ღონისძიებებით, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებას ემსახურება.

“დანტეს” თბილისის კომიტეტსა და იტალიის საელჩოს შორის მყარი თანამშრომლობის შედეგად და პირადად იტალიის ელჩის – ანტონიო ენრიკო ბარტოლის შუამდგომლობით, ამ დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას წელს ევროპის სახლი უმასპინძლებს. 29 მაისს პოეტის შემოქმედებას პატივს “ღვთაებრივი კომედიის” საჯარო კითხვით ქართული ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, იტალიის საელჩოს თანამშრომლები და “დანტეს” თბილისის კომიტეტის პედაგოგები მიაგებენ.

Giornata-DA-FACEBOOK-light

თითოეული მათგანი, მშრობლიურ – ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხავს პოემის გამორჩეულ და მათთვის საყვარელ სტრიქონებს. ღონისძიების მონაწილეებს შორის არიან: იტალიის ელჩის მოადგილე – სტეფანო კრეშენცი, მხატვარი ქეთი მატაბელი, მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი; პოეტები: გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი და დრამატურგი დავით გაბუნია.

ღონისძიების დასასრულს, უმბერტო ეკოს, პიერ პაოლო პაზოლინის, ანტონიო ტაბუკისა და სხვა იტალიელი ავტორების შესანიშნავ მთარგმნელს – ხათუნა ცხადაძეს გადაეცემა დანტე ალიგიერის საზოგადოების საპატიო დიპლომი იტალიური ლიტერატურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. საღამოს მუსიკალურად სიმებიანი კვარტეტი “სფორცანდო” გააფორმებს.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მობრძანება

და მოსვლისას, თან იქონიოთ ელექტრონული მოსაწვევი (იხილეთ ბმული)

Giornata-della-Dante-0k-27LIGHT

Advertisements

იტალიური ენის საერთაშორისო კურსი ADA

“დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ აცხადებს მიღებას იტალიური ენის შემსწავლელ საერთაშორისო კურსზე ADA.
ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩაწერისას ისარგებლებთ შემდეგი პრორიტეტებით:
• ჩაწერისთანავე შენი მონაცემები განთავსდება PIANO ADA-ს საერთაშორისო ონლაინ ბაზაში და მოგენიჭება პირადი ნომერი და კოდი;
• საქართველოდან გაუსვლელად გაივლი ADA-ს კურსს, დააგროვებ კრედიტებს და კურსის (ნებისმიერი დონის დასრულების შემდეგ) ბოლოს მიიღებ საერთაშორისო ატესტატს ATTESTATO ADA;
• გენიჭება დაგროვილი კრედიტების გადატანის უფლება იტალიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში;
• კურსის სასწავლო პროგრამა გეხმარება ჩვენს საგამოცდო ცენტრში იტალიური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს გამოცდის ჩაბარებაში.
• მოიპოვე სტიპენდია იტალიაში ჩვენს პარტნიორ სკოლებში, სწავლის გასაგრძელებლად.

გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2-1 საათი (მსმენელების რაოდენობიდან გამომდინარე).
კურსის საფასურია:
დაწყებითი A1-A2 დონე – 130 ლარი (8 გაკვეთილი)
საშუალო B1-B2 დონე – 140 ლარი (8 გაკვეთილი)
უმაღლესი C1-C2 დონე – 150 ლარი (8 გაკვეთილი)
თანხაში შედის: თბილისის კომიტეტის საწევრო ბარათი, რითიც ისარგებლებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში შეღავათებითა და ფასდაკლებებით როგორც საქართველოს, ისე იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე მსმენელი დაესწრება დანტეს მიერ ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს, ფილმის ჩვენებებს, ,,შეხვედრა იტალიალეთან“ და ა.შ..

ჩაეწერე ჩენს კურსებზე, დააგროვე კრედიტები, მოიპოვე ატესტატი და სერტიფიკატი და შენთვის გზა ხსნილია იტალიის სახელმწიფო უნივერსიტეტბში.
გზა ევროპული განათლებისკენ, პროფესიონალიზმი, ხარისხი, სანდოობა
დამატებითი ინფორმაცის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ „დანტეს“ თბილისის კომიტეტს.
მიმსამართი: ალ.ყაზბეგის 28, ჩიხი/კ.ქუთათელაძი 6.
ტელეფონი: (+995) 32 294 59 53; (+995) 595 41 61 16
E-mail: info@dantetbilisi.ge
http://www.dantetbilisi.ge
FACEBOOK: Comitato di Tbilisi della Società Dante Alighieri

ada, dante, tbilisi, italiano

კლაუდიო პოცანი – თანამედროვე იტალიური პოეზიისა

თანამედროვე იტალიური პოეზიისა და იტალიური ენის მოყვარულებს 19 მაისს, 18 საათზე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში“, დაუვიწყარი საღამო ელით იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანისთან, რომელიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავს მისთვის ჩვეული დიდოსტატური მანერით. ღონისძიებას იტალიელ ავტორთან ერთად წარუძღვება ქალბ-ნი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიციალური მთარგმნელი. იტალიის აკრედიტებული საელჩოს მოწვევით პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას იღებს საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. პოეტი პირველად 2010 წელს ეწვია თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავისი პოეტური პერფორმანსებით. დამსწრეებს საშუალება ექნებათ თბილ და უშუალო გარემოში შეხვდნენ სტუმრებს, დაუსვან მათ კითხვები როგორც შემოქმედების, ისე მათი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ. საღამო წარიმართება იტალიურ და ქართულ ენებზე. დასწრება თავისუფალია 2015 წლის 19 მაისი, დასაწყისი:18:00 საათი მისამართი: ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. № 6

Dante, Alighieri, Pozzani, Festival, Tbilisi