ზამთრის სკოლა ბაკურიანში

„დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან “ არსებული „ დანტეს“ ხელოვნების სკოლა, „ელანის“ სამთო-სათხილამურო“ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ ზამთრის სკოლას დაბა ბაკურიანში. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბავშვების როგორც ფიზიკურ მომზადებას, ისე მათ ინტელექტუალურ-შემეცნებით განვითარებას.

მოკლე ინფორმაცია „ელანის „სამთო-სათხილამურო სკოლის შესახებ
„ელანის „ სამთო-სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სკოლის სერტიფიცირებულ მწვრთნელებს სასწავლო-მეთოდოლოგიური წვრთნები გავლილი აქვთ ავსტრიელ ინსტრუქტორებთან და გააჩნიათ პირველადი ბაზისური დახმარების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ადგილმდებარეობა
სათხილამურო სპორტული ბაზა მდებარეობს ტყის პირას. სკოლას გააჩნია საკუთარი მინი ფეხბურთის მოედანი ხელოვნური ბალახის საფარით და საცოცი კედლით, სადაც ბავშვებს აგრეთვე შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.
შენობას გააჩნია კეთილმოწყობილი გასართობი დარბაზი მაგიდის ჩოგბურთით და ბილიარდით.
სკოლას აქვს ენერგო მატარებლის სრული ავტონომია.

ღია კარის დღეზე შეხვდებით სკოლის წარმომადგენელს, რომელიც თავის მხრივ გაგაცნობთ პროგრამას და უპასუხებს ყველა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
„დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“
თბილისი, ალ.ყაზბგის 28, ჩიხი / კ .ქუთათელაძის ქუჩა 6,
ტელ: 236 49 37,294 53 59,599 97 27 17

scuola sci bakuriani georgia dante alighieri

Advertisements