ზამთრის სკოლა ბაკურიანში

„დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან “ არსებული „ დანტეს“ ხელოვნების სკოლა, „ელანის“ სამთო-სათხილამურო“ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ ზამთრის სკოლას დაბა ბაკურიანში. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბავშვების როგორც ფიზიკურ მომზადებას, ისე მათ ინტელექტუალურ-შემეცნებით განვითარებას.

მოკლე ინფორმაცია „ელანის „სამთო-სათხილამურო სკოლის შესახებ
„ელანის „ სამთო-სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სკოლის სერტიფიცირებულ მწვრთნელებს სასწავლო-მეთოდოლოგიური წვრთნები გავლილი აქვთ ავსტრიელ ინსტრუქტორებთან და გააჩნიათ პირველადი ბაზისური დახმარების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ადგილმდებარეობა
სათხილამურო სპორტული ბაზა მდებარეობს ტყის პირას. სკოლას გააჩნია საკუთარი მინი ფეხბურთის მოედანი ხელოვნური ბალახის საფარით და საცოცი კედლით, სადაც ბავშვებს აგრეთვე შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.
შენობას გააჩნია კეთილმოწყობილი გასართობი დარბაზი მაგიდის ჩოგბურთით და ბილიარდით.
სკოლას აქვს ენერგო მატარებლის სრული ავტონომია.

ღია კარის დღეზე შეხვდებით სკოლის წარმომადგენელს, რომელიც თავის მხრივ გაგაცნობთ პროგრამას და უპასუხებს ყველა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
„დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“
თბილისი, ალ.ყაზბგის 28, ჩიხი / კ .ქუთათელაძის ქუჩა 6,
ტელ: 236 49 37,294 53 59,599 97 27 17

scuola sci bakuriani georgia dante alighieri

Advertisements

კლაუდიო პოცანი – თანამედროვე იტალიური პოეზიისა

თანამედროვე იტალიური პოეზიისა და იტალიური ენის მოყვარულებს 19 მაისს, 18 საათზე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში“, დაუვიწყარი საღამო ელით იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანისთან, რომელიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავს მისთვის ჩვეული დიდოსტატური მანერით. ღონისძიებას იტალიელ ავტორთან ერთად წარუძღვება ქალბ-ნი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიციალური მთარგმნელი. იტალიის აკრედიტებული საელჩოს მოწვევით პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას იღებს საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. პოეტი პირველად 2010 წელს ეწვია თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავისი პოეტური პერფორმანსებით. დამსწრეებს საშუალება ექნებათ თბილ და უშუალო გარემოში შეხვდნენ სტუმრებს, დაუსვან მათ კითხვები როგორც შემოქმედების, ისე მათი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ. საღამო წარიმართება იტალიურ და ქართულ ენებზე. დასწრება თავისუფალია 2015 წლის 19 მაისი, დასაწყისი:18:00 საათი მისამართი: ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. № 6

Dante, Alighieri, Pozzani, Festival, Tbilisi

სკოლა ” EDULINGUA”

სკოლა ” EDULINGUA” გთავაზობთ საგაზაფხულო ფასდაკლებას 2015 წლის 12–დან 24 აპრილის ჩათვლით. გაემგზავრეთ იტალიის ულამაზეს ქალაქ სან–სევერინოში იტალიური ენის კურსებზე 1 ან 2 კვირით და მიიღეთ სპეციალური ფასდაკლება:

1) ერთი კვირა – 448 ევრო 618 ევროს ნაცლად!
თანხაში შედის:
• იტალიური ენის კუსრები;
• ორადგილიანი ოთახი;
• 3 ექსკურსია;
• კულტურული და გასართობი ღონისძიებები.

2) ორი კვირა – 568 ევრო 968 ევროს ნაცვლად!
თანხაში შედის:
• იტალიური ენის კუსრები;
• ორადგილიანი ოთახი;
• 4 ექსკურსია;
• კულტურული და გასართობი ღონისძიებები;
• ტრანსფერი რომის აეროპორტიდან სკოლამდე ან სკოლიდან აეროპორტამდე.

edulingua